საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.
„ეს [საკანონმდებლო პაკეტი] არღვევს ინდივიდების სამოქალაქო უფლებებს, როგორც აღნიშნა ვენეციის კომისიამ, და აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. მოვუწოდებთ საქართველოს შეცვალოს თავისი კურსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.