მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ და შეიტანონ ანგარიშებში ეს პირდაპირი, უხეში ჩარევა გარედან, შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში წინასაარჩევნო პერიოდში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ.
„რაც შეეხება იმ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ბატონი როთი და სამწუხაროდ მისი სხვადასხვა კოლეგა ლობირებს, მათთვის უსამშობლოებისთვის და ზუსტად ასეთი აგენტურული ქმედებებისთვის უკვე ღიად მიდის ეს ქმედება. მათი პატრონები ჩამოდიან და ისინი გვესაუბრებიან დესტრუქციით, საზოგადოება 26 ოქტომბერს გასცემს რეალურ პასუხს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.