ლევან მაჭავარიანი: მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს უკვე მიჩვეულები ვართ. ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება და მასთან შეხვედრას არ აპირებს

ლევან მაჭავარიანი: მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს უკვე მიჩვეულები ვართ. ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება და მასთან შეხვედრას არ აპირებს

მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ. ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება და მასთან შეხვედრას არ აპირებს, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

„მსუბუქად რომ შევაფასოთ, ბატონი როთის უტაქტო განცხადებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ. ჩვენი მხრიდან მას არავინ ელოდება და მასთან შეხვედრას არ აპირებს. ჩამოდის, რომ შეხვდეს რადიკალურ „ენჯეოებს“ და ოპოზიციას. არაერთგზის განვაცხადეთ, რომ სანამ გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, იმ შეურაცხმყოფებთან დაკავშირებით, რაც მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, ქართველებს, ჩვენს ეკლესიას, მანამდე დღის წესრიგში ვერ დადგება მასთან ვერანაირი ტიპის შეხვედრა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მიხაილ როთი, რომელმაც ქართულ ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოში ისევ ჩამოვიდა.