ირაკლი კობახიძე: იცით, როგორია მიხეილ როთის რეპუტაცია, შესაბამისად, რაც მეტი ასეთი პოლიტიკოსი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი მმართველი გუნდისა და მისი საარჩევნო პოზიციებისთვის

ირაკლი კობახიძე: იცით, როგორია მიხეილ როთის რეპუტაცია, შესაბამისად, რაც მეტი ასეთი პოლიტიკოსი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი მმართველი გუნდისა და მისი საარჩევნო პოზიციებისთვის

მიხეილ როთისნაირი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაელ როთის ვიზიტთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანის რეპუტაცია ყველასთვის ცნობილია.

„თქვენ იცით, როგორია ამ კაცის რეპუტაცია, შესაბამისად, რაც მეტი ასეთი პოლიტიკოსი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის და მისი საარჩევნო პოზიციებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.