პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი სენატორის ლინდის გრემმის პოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე წერს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გაკეთებული განცხადებები მოჰყავს მაგალითად.
„პოლიტიკური პროსტიტუციის მასტერ-კლასი ჩაატარა გუშინწინ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა. შევადაროთ მისი ტრანსფორმაცია უკანასკნელ ერთ წელიწადში:
2023 წლის სექტემბერი - "უკრაინის სახით ჩვენ გვაქვს უნიკალური შენაძენი, ეს ქვეყანა მზადაა იომოს უკანასკნელ უკრაინელამდე და ამ დროს: არ დაგვიკარგავს არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და კვდება უამრავი რუსი. ამაზე მაგარი კაპიტალდაბანდება ამერიკას ჯერ არ განუხორციელებია"
2024 წლის სექტემბერი - "უკრაინის ომი წამოიწყეს ბაიდენმა და ობამამ. ამიტომ მათთან დაკავშირებული ამ ომის შეწყვეტის იმედი არის ილუზია. ომის შეწყვეტა მხოლოდ ტრამპს შეუძლია და ეს უნდა მოხდეს რუსეთთან მოლაპარაკების გზით", - წერს დავით ქართველიშვილი.