მამუკა მდინარაძე: ღია მმართველობის ეს ინდექსი ნიშნავს, რომ საქართველო ბევრ კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის ასეთი პროგრესი ოპოზიციურ მედიებს არასდროს გაუშუქებიათ, რადგან მათ ავალებენ, რომ არაფერი კარგი არ გააშუქონ

ღია მმართველობის ეს ინდექსი ნიშნავს, რომ საქართველო ბევრ კანდიდატ ქვეყანას უსწრებს და პროგრესი თვალშისაცემია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის ასეთი პროგრესი, არცერთ ოპოზიციურ მედიას არასდროს გაუშუქებია.

„წარმოიდგინეთ საკუთარი ქვეყნის წინსვლა როგორ არ უხარიათ. ასეთ ინდექსებს რატომ არ აპიარებენ? საქართველო წინ არის წასული ღია მმართველობის ინდექსში, დემოკრატიულ ინდექსებში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით ევროპაში პირველ ადგილზეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, - ამას რატომ არ აშუქებთ? არ აშუქებენ იმიტომ, რომ ეს მათ დავალებაში არ არის. მათ ავალებენ, რომ არაფერი კარგი არ უნდა გააშუქონ, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის წარმატებას, პროგრესს და იმას, რომ ევროკავშირის წევრობას სხვაზე ადრე და მალე იმსახურებს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა და ამ მაჩვენებლით, ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს.