ილონ მასკმა ორშაბათს დილით პოსტი წაშალა, რომელშიც საუბრობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ. მსგავსი ფაქტი ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ორჯერ მოხდა. ერთ შემთხვევაში, ეს ნამდვილად ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო, მეორე შემთხვევაში კი, ყოფილი პრეზიდენტის სიახლოვეს, მის გოლფის მოედანთან ისროლეს.
"რატომღაც ბაიდენისა და კამალას მკვლელობას არავინ ცდილობს" — წერდა მასკი X-ზე.
პოსტის წაშლის შემდეგ, მასკმა განაცხადა, რომ პოსტი ხუმრობა იყო. თეთრმა სახლმა მასკის კომენტარებს კი "უპასუხისმგებლო" უწოდა.
"ჩვენს ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ძალადობის ან სხვა რაიმე ძალადობის ადგილი, ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამ ინციდენტს სხვა ძალადობრივი ფაქტები არ მოჰყვეს. ძალადობა მხოლოდ დაგმობილი უნდა იყოს და არასდროს წახალისდეს, თუნდაც ხუმრობით" — განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა.