„მართალია 33 წელია საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელია, თუმცა ახლა უკვე უცხოური ძალების თავსმოხვეული ანტიქართული და ანტიეკლესიური იდეოლოგიის წყალობით, სამტკიცებელი გახდა ისეთი ბანალური ჭეშმარიტებები, როგორიცაა ოჯახური ღირებულება, ქალის ქალად ყოფნა და კაცის კაცად ყოფნა, ეკლესიის, როგორც საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებლის პატივისცემა. ფაქტობრივად ჩვენ ახლა გვიწევს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს,“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გაკეთდეს ომსა და მშვიდობას შორის, ოჯახურ ღირებულებებსა და ლგბტ პროპაგანდას შორის, სუვერენიტეტსა და მონობას შორის.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველას გვახსოვს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები. მაშინაც ისტორიული არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი. მაშინაც გადასაწყვეტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და შესაბამისად ერის თვითმყოფადობის საკითხი. მიუხედავად სამოცდაათწლიანი საბჭოთა იდეოლოგიისა ქართულმა გენმა იმარჯვა და ხალხმა, ის ეროვნული ძალები მოიყვანა ხელისუფლებაში, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
მართალია 33 წელია საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელია, თუმცა ახლა უკვე უცხოური ძალების თავსმოხვეული ანტიქართული და ანტიეკლესიური იდეოლოგიის წყალობით, სამტკიცებელი გახდა, ისეთი ბანალური ჭეშმარიტებები, როგორიცაა ოჯახური ღირებულება, ქალის ქალად ყოფნა და კაცის კაცად ყოფნა, ეკლესიის როგორც საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებლის პატივისცემა. ფაქტობრივად ჩვენ ახლა გვიწევს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
ვფიქრობ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა არანაკლებია თუ უფრო მეტი არა, ვიდრე 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები. ახლა არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის, ოჯახურ ღირებულებებსა და ლგბტ პროპაგანდას შორის, სუვერენიტეტსა და მონობას შორის. პრინციპში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არჩევნებისთვის ლგბტ დროშა იქნებოდა მოწინავე ხაზზე ოპოზიციაში. როგორც ჩანს მიხაილ როთს ჩასვამენ პირველ ნომრად სიაში. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გვაქვს ასეთი მოცემულობა - მიხაილ როთის იდეოლოგია ოპოზიციაში ლგბტ დროშით ხელში და მეორე მხარეს, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დროშით. ვინ მოიგებს ამას ვნახავთ 26 ოქტომბერს.
ახლა, დაუფარავად მიდის ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად დეზინფორმაციის კამპანიას იყენებენ. მაგალითად, გამჭვირვალობაზე გვეუბნებიან ჩემთან კარგია შენთან ცუდიო. მათი აზრით ქალის და კაცის ქორწინება რუსულია, ერთსქესიანთა ქორწინება - ევროპული, გამჭვირვალობა რუსულია და შავი ფულის ხარჯვა - ევროპული. რუსულია მშვიდობის შენარჩუნება და ომის დაწყება ევროპული. ამ დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა რადგან ჩვენ ხალხს სისტემატურად ვაწვდიდით სწორ ინფორმაციას.
სამწუხაროდ არაერთხელ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ დამოუკიდებლობა და გადარჩენა ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნება იყო და ამას ყოველთვის რწმენაში სიმტკიცით და ერთიანობის ძალით აღწევდა. დღესაც ქართველების ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობის და ტრადიციების შენარჩუნება . დარწმუნებული ვარ ქართველ ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება და სწორედ ამ ხალხის ძალის მეშვეობით მოხდება ქართული ოცნების ასრულება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.