ბექა ოდიშარია საქართველოში მიხაელ როთის ვიზიტს ეხმაურება. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე „არასასურველი სტუმარია“.
„არ არის ის სასურველი სტუმარი, ვიდრე არ მოინანიებს ქართველი ხალხის წინაშე იმ შეურაცხყოფას, რაც მას მიაყენა და მერეც, მიუღებელია მისი ასეთი უხეში ჩარევა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ იშლის. ერთხელ იყო და სცენაზე აცოცდა მარგინალ „ენჯეოებთან“ და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და ახლა ოფის-ოფის დადის. რას ემსახურება ეს ყველაფერი? იმას, რომ გაამხნეოს ეს ჩაფუშული მარგინალური ოპოზიცია“, - აცხადებს ოდიშარია.