მმართველ გუნდში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს. კომენტარი თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ გააკეთა.
„ნებისმიერი ქართველი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია მთავარი ღირებულება - ეს არის ის ღირსება, რომლითაც ვართ ამაყები, ეს არის ოჯახი, ეს არის ჩვენი რწმენა, ჩვენი მომავალი - არასრულწლოვანები. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც შესაბამის კანონებში აისახება, რათა უზრუნველვყოთ ლგბტ პროპაგანდისგან ჩვენი ბავშვების, ჩვენი მომავლის დაცვა. ამავდროულად, გვაქვს იმედი და დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ რაოდენობით დაგვიჭერს მხარს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვქონდეს და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვა გარანტირებული იყოს საკონსტიტუციო დონეზეც“, - განაცხადა გორდულაძემ.
პარლამენტი დღეს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების“ დაცვის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს.