ბექა ოდიშარია: ბიძინა ივანიშვილი იძახის: „მე მშვიდობით აღვადგენ ტერიტორიულ მთლიანობას“, ესენი იძახიან: „არა, ჩვენ არ გვსურს აბსოლუტურად არანაირი სინანული“

ბექა ოდიშარია: ბიძინა ივანიშვილი იძახის: „მე მშვიდობით აღვადგენ ტერიტორიულ მთლიანობას“, ესენი იძახიან: „არა, ჩვენ არ გვსურს აბსოლუტურად არანაირი სინანული“

მმართველი გუნდისთვის, ოპონენტების რეაქცია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კიდევ ერთი გამოაშკარავებაა, თუ რამდენად არ სურთ რადიკალებს ქვეყანაში მშვიდობა და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

„ბიძინა ივანიშვილი იძახის: „მე მშვიდობით აღვადგენ ტერიტორიულ მთლიანობას“, ესენი იძახიან: „არა, ჩვენ არ გვსურს აბსოლუტურად არანაირი სინანული, არც იქითა მხრიდან გვინდა მივიღოთ რაიმე ტიპის სინანული და არც ჩვენ გამოვხატავთ ასეთ სინანულს“. ვსაუბრობდით, რომ ეს არის ომის პარტია? გვეუბნებოდნენ სარკაზმით - აბა ჩვენ გვინდა ომი და თქვენ მშვიდობაო? დამისვამს შეკითხვა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - ოსი ხალხი არის მკვლელი ხალხი თუ ოსი ხალხი არიან ჩვენი დები და ძმები?“ - ამბობს ოდიშარია.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, გორში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ასევე, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგებისა მნიშვნელობასაც, რასაც რადიკალების გაღიზიანება მოჰყვა.