ტრამპი: მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება

ტრამპი: მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება

მემარცხენე კომუნისტური რიტორიკის გამო, ამერიკაში ტყვიები დაფრინავს და ვითარება მხოლოდ გაუარესდება, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა.

„რიტორიკა, სიცრუე, რომლის მაგალითია ამხანაგ კამალა ჰარისის მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები და ყველა ის სასაცილო სასამართლო პროცესი, რომელიც სპეციალურად წამოწყებულია ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის პოლიტიკური ოპონენტისთვის ზიანის მისაყენებლად. ამან პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის, ძალადობისა და უნდობლობის სრულიად ახალ დონეზე აიყვანა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.