ერთადერთი იარაღი, რაც ხელში უჭირავს ოპოზიციას, არის გარედან დახმარება და ქაოსი, არეულობა, ადამიანის ემოციებზე ბინძურად მოქმედება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ოპოზიციის მიზანი და გეგმა არის: ერთი, რომ რამენაირად დაძაბონ სიტუაცია და ქაოსი, არეულობა გამოიწვიონ და მეორე, რომ რაც შეიძლება მეტად მოიხმარონ გარედან რეაქციები. ხალხში არც დადიან. პოლიტიკური ბრძოლის და საარჩევნო ველზე საერთოდ არ დადიან. ხალხთან ვერ მიდიან უბრალოდ. გარედან ეხმარებიან. ერთადერთი საარჩევნო იარაღი, რაც ხელში უჭირავს ოპოზიციას არის გარედან დახმარება, მაშველი რგოლები, ხავსად ქცეული და მეორე - ქაოსი არეულობა და ადამიანის ემოციებზე ბინძურად მოქმედება“, - აღნიშნა მდინარაძემ.