არანაირ „ენჯეოს“ ისინი არ წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ მხარეს, აგენტურას, ჯაშუშები არიან ჩვეულებრივი, ერთად მოქმედებენ და მერე რაღაცებს იპრანჭებიან კამერების წინ, როგორც იპრანჭებოდნენ დღემდე ხაზარაძე და გახარია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ.
მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, ექნება თუ არა რეაგირება მესამე სექტორს ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე, სადაც გვარამია-მელიასთან აფილირებული პირი თავს დაესხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს. მდინარაძის თქმით, ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ გააკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ, ისევე, როგორც ამას აკეთებენ მათი პარტნიორი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან.
„როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს „თვალთხარიას“ და მოღალატეს, რომ ეძახდით და გაგაერთიანონ. გულწრფელად მეცოდებიან. გახარიას შანსი არ ჰქონდა გადალახვის, ხაზარაძე ეპოტინებოდა ბარიერს და იმისთვის, რომ გარანტია მისცენ, ახლა ეძახიან და ავალებენ, რომ გაერთიანდნენ. რა ღირსებაზე ვლაპარაკობთ? რა სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს და ერთიანდებიან. „ენჯეოსაც“ ეტყვის თავისი პატრონი და შეიმჩნევს, თუ არა ეტყვიან და ვერ შეიმჩნევს ვერც ჯუმბერ იზორიაზე თავდასხმას, ვერც პოლარიზაციას თვითონ რომ უზრუნველყოფენ და მერე რომ თვითონვე აღნიშნავენ. ადამიანი სიტყვით მოაკვლევინა მათმა პროპაგანდამ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.