სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა, სომეხ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.