შალვა პაპუაშვილი კატარის მრჩეველთა საბჭოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

შალვა პაპუაშვილი კატარის მრჩეველთა საბჭოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კატარის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში - მრჩეველთა საბჭოში (მეჯლის ალ-შურა) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა.

 შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მზარდ კავშირებს, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. აღინიშნა მეგობრობის ჯგუფებს შორის დადებითი კონტაქტები, რაც ორმხრივი ვიზიტებითაც გამოიხატა.

 მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე, რაც დამატებით ბიძგს მისცემს საპარლამენტო ურთიერთობებს.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და კატარის სამეფოს როლს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების პროცესში.

კატარის მხარემ შალვა პაპუაშვილი კატარის სამეფოში მიიწვია.