ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს - ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს - ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში

ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

„პრემიერ-მინისტრო, მჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მშვიდობა სასარგებლოა არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებს სარგებელს თანაბრად. ამიტომაც, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ წვლილი შეიტანოთ რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.