ირაკლი კობახიძე: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურის, განათლებისა თუ სხვა სფეროებში

ირაკლი კობახიძე: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურის, განათლებისა თუ სხვა სფეროებში

ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროებში. ყველა ეს სფერო თანაბრად პრიორიტეტულია ჩვენთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის

„შეხვედრაზე კოლეგას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინდა აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობების ძალიან მაღალი დინამიკა. მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან ხშირი და ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა თუ თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროებში. ყველა ეს სფერო თანაბრად პრიორიტეტულია ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.