ნიკოლოზ სამხარაძე - 14 მილიარდი წინასაარჩევნო ტრიუკია, ოპოზიციას ქართველი ხალხის მოტყუება სურს

ნიკოლოზ სამხარაძე - 14 მილიარდი წინასაარჩევნო ტრიუკია, ოპოზიციას ქართველი ხალხის მოტყუება სურს

14 მილიარდი წინასაარჩევნო ტრიუკია, ოპოზიციას ქართველი ხალხის მოტყუება სურს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, მარტივად შეიძლება იმის ნახვა, რა არის ევროკავშირში გაწევრიანების წინ ინსტრუმენტი.

„ეს სისულელეა. მათ ამავე წარმატებით შეეძლოთ, ეთქვათ, რომ ქვეყანას 14 ტრილიონი დავაკარგვინეთ. ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი, რომელიც, არ ვიცი, ვისზეა გათვლილი, მაგრამ მარტივად შეიძლება იმის ნახვა, რა არის ევროკავშირში გაწევრიანების წინ ინსტრუმენტი. კარგად გამოჩნდება, რომ 14 მილიარდი არის შვიდ წელზე გაწერილი ბიუჯეტი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ მოლაპარაკებები. ეს ჯერ უკრაინასა და მოლდოვას არ მოიცავს. შესაბამისად, ალბათ ადვილი გასაგებია, რას ემსახურება ასეთი მოკლეფეხებიანი ტყუილის თქმა. მათ სურთ, ქართველი ხალხი მოატყუონ, რომ ხელისუფლებაში თუ მოვლენ, ევროკავშირი 14 მილიარდს მოგვცემს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ლაზი კანდიდატობაზეც იძახდნენ მილიონებს დავკარგავთ თუ სტატუსი არ მოგვცესო. სტატუსი მივიღეთ მილიონები ფაფუ.
ბულგარეთი და ბალტიის ქვეყნები ხომ ააყვავეს, წევრად რომ მიიღეს. განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები, თუთიყშებივით იმეორებენ, რასაც ჩასძახებენ. გულზე სკდებიან, საქართველოს მთავრობა სუვერენიტეტზე რომ აცხადებს პრეტენზიას.
მაგათ მარტო თავიანთი წესებით თამაშში შეტყუება უნდათ, თან ცალ ფეხზე დგომით და თავწახრით. მერე აქაც დაამყარებენ ლგბტ დიქტატურას, როგორც გერმანიაში აქვთ ყველგან მათი დროშა დარჭობილი.
1 თვის უკან