კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ში გუშინ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ანონიმური წყარო FBI-დან გვატყობინებს: აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონი გასტანს ზუსტ გასროლამდე!
ოლიმპიური სისტემით განსაზღვრულია სამი ცდა! წარუმატებლობის შემთხვევაში დონალდ ტრამპი პრეზიდენტად გამოცხადდება!
ჯ. ბაიდენი, კ. ჰარისი და ჯ. შუმერი მომხდარზე წუხილს გამოთქვამენ, უკეთესის იმედით!“, - წერს გოგა ხაინდრავა.
ამერიკელი სამართალდამცველების ცნობით, ტრამპის გოლფის კლუბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს.