გიორგი გამსახურდია: აბსოლუტურად მოზომილ, პატრიოტულ და დიპლომატიურ განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თავისებური დეზინფორმაციული კუდები მოაბეს და დაატარებენ წინ და უკან. თქვენ 26 ოქტომბერს გაგეცემათ პასუხი

გიორგი გამსახურდია: აბსოლუტურად მოზომილ, პატრიოტულ და დიპლომატიურ განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თავისებური დეზინფორმაციული კუდები მოაბეს და დაატარებენ წინ და უკან. თქვენ 26 ოქტომბერს გაგეცემათ პასუხი

გორში, ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ყოფნით ნამუსი და კიდევ რამეს ლაპარაკობენ, აი ერთ-ერთი მოღალატეობრივი დოკუმენტი, სხვა მრავალთან ერთად რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა. აბსოლუტურად მოზომილ, პატრიოტულ და დიპლომატიურ განცხადებას, რომელიც ბიძინამ გააკეთა, თავისებური დეზინფორმაციული კუდები მოაბეს და დაატარებენ წინ და უკან. გაგეცემათ თქვენ 26 ოქტომბერს პასუხი, ამ უტიფრობაზე და საქართველოს, თქვენ სამშობლოს, რუსეთზე ჩაბარებისთვის“, - წერს გიორგი გამსახურდია.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი“.