მოატყუეს საზოგადოება და იმავეს აგრძელებენ, როცა ამბობენ, 14-მილიარდიანი ფონდები გაიხსნებაო, ჰგონიათ, ამ სიგიჟეს საზოგადოება დაიჯერებს. ვაშაძე, რომელსაც ოგბუნჯუმ აჯობა, ყვებოდა, 14 მილიარდი მზად არისო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, მათი ერთადერთი ამოცანა რევოლუციაა და ამისთვის აქვთ დაფინანსებაც.
ვაშაძეები და „ჩახდილები“ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ხელისუფლებამ ქვეყანას მილიარდობით ევრო დააკარგვინა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მოლდოვა-უკრაინისთვის მილიარდიანი ფონდები გაიხსნაო. ჩვენც მოგვენიჭა და აბა, სად არის მილიარდიანი ფონდები? რატომ არ გაიხსნა? აფიორა იყო? მოატყუეს საზოგადოება და ახლა იმავეს აგრძელებენ, როცა ამბობენ, რომ 14-მილიარდიანი ფონდები გაიხსნებაო. ჰგონიათ, რომ ამ სიგიჟეს ქართული საზოგადოება დაიჯერებს. ვაშაძე ყვებოდა, 14 მილიარდი მზად არისო, ვაშაძე ხომ იცით, რომელია, ოგბუნჯუმ რომ აჯობა. იმდენად არასწორია, საქართველოში ერთი წლის ჩამოსულმა კაცმა აჯობა. ამათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა? მათი ერთადერთი ამოცანაა, რევოლუცია მოახდინონ. ამისთვის აქვთ ის დაფინანსებაც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.