შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია, მისი მედია, „ენჯეოები“ შეხმატკბილებულად პროპაგანდისტულ ტალღებს აწყობენ, რომ ადამიანის ემოციებზე ითამაშონ. არამხოლოდ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების ემოციებზე ითამაშონ

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია, მისი მედია, „ენჯეოები“ შეხმატკბილებულად პროპაგანდისტულ ტალღებს აწყობენ, რომ ადამიანის ემოციებზე ითამაშონ. არამხოლოდ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების ემოციებზე ითამაშონ

აი, ეს არის ხოლმე მთელი პრობლემა, რომ ოპოზიცია, მისი მედია, „ენჯეოები“ შეხმატკბილებულად პროპაგანდისტულ ტალღებს აწყობენ იმისთვის, რომ ადამიანის ემოციებზე ითამაშონ, არამხოლოდ ომში დაღუპული ამ მონაწილეების ოჯახის წევრებზე, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების ემოციებზე ითამაშონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რას ეტყოდა ეროვნული გმირების ოჯახის წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ბოდიში არავისთან აქვთ მოსახდელი.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას, მათ მედიებსა და „ენჯეოებს“ სურთ ერთმანეთში აღრიონ ომის დამნაშავე და ოსი ხალხი.

„ოს ხალხს ეძახით დამნაშავეებს? ოს ხალხს ეძახით ამას? ანუ, ოს ხალხთან ჩვენ არ გვაქვს სალაპარაკო არაფერი თქვენი აზრით? ჩვენ არ გვაქვს საერთო ჭრილობები ოს ხალხთან ერთად, რომელზეც უნდა ვისაუბროთ? აი, ეს არის პროცესი.
დღეს რომ თითქოს ვიღაცებმა რაღაცები აღმოაჩინა, შერიგების მინისტრი არსებობს და მინისტრის პორტფელი არსებობს, რატომ არის ეს ყველაფერი თუ შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს? და შერიგება როდის არის საჭირო, როდესაც საჭიროა ერთმანეთთან საუბარი, ჭრილობებზე საუბარი, სადაც საჭიროა იქ სინანული, სადაც საჭიროა იქ ურთიერთ შენდობა და ა.შ.“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი“.

მერაბ.g ვინც 2008 წლის 7-8 აგვისტოს რამეს სააკაშვილის მიერ ცხუნვალისთვის კასეტური ბომბების დაშენას შეეწირა, ისინი და მათი ოჯახის წევრები იმსახურებენ თუ არა ბოდიშს? ისევე, როგორც ომში დაღუპული 400-მდე ქართველის ოჯახი?
1 თვის უკან