კახა კალაძე მიხაილ როთიზე: რატომ უნდა შევხვდეთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული?

კახა კალაძე მიხაილ როთიზე: რატომ უნდა შევხვდეთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული?

მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა და არც ინტერესი გამაჩნია, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულნი და ყოველდღე მოსახლეობას ვხვდებით, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რატომ უნდა შეხვდეს ადამიანს, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს.

„ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა შეურაცხმყოფელი განცხადებებით ქართველი ხალხისა და სარწმუნოების მიმართ. მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მშვიდობის საწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ. რატომ უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა ვესაუბროთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული?

ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი ვალდებულია, რომ რეალობას გაუსწოროს თვალი. თეთრზე თეთრი თქვან და შავზე - შავი. მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა საქართველოში და გულწრფელად გეტყვით, არც ინტერესი გამაჩნია, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულნი, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს ხალხთან. ჩემთვის, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერაბ.g თუ გინდათ როტს პატივი სცეთ, ცოტა ხნით განამარტოვეთ კასტილიან უბირიასთან საკანში
1 თვის უკან