დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტი, 58 წლის რაიან უესლი რუთია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი წარსულში უცხოელი მებრძოლების გადაბირებას ცდილობდა უკრაინის ომში ჩართვის მიზნით რუსეთის წინააღმდეგ და კიევშიც იმყოფებოდა.
რუთმა, რომელსაც არ აქვს სამხედრო გამოცდილება, 2023 წელს „ნიუ იორკ თაიმს“ განუცხადა, რომ გაემგზავრა უკრაინაში 2022 წელს რუსეთის შეჭრისთანავე, რათა ეპოვა სამხედრო რეკრუტები ავღანელ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც თალიბებს გაექცნენ.
„ჯარისკაცებო, გთხოვთ, არ დამირეკოთ. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, რომ უკრაინამ მიიღოს ავღანელი ჯარისკაცები და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს თვეებში გარკვეული პასუხები გვექნება… გთხოვთ მოთმინება იქონიოთ,” – დაწერა მან „ფეისბუქში“.
ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია, რომელიც მსჯავრდებული იყო არაერთი დანაშაულისთვის, მათ შორის იარაღის ფარულად ტარებისთვის.