შალვა პაპუაშვილი: ისევე როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს

შალვა პაპუაშვილი: ისევე როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს

ისევე როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შერიგების გარდა, სხვა გზა არ არსებობს.

„ჩვენ არ გვაქვს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. არიან პარტიები რომლებსაც სხვა მიზნები აქვთ და მზად არიან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა შესწირონ ამ მიზნებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციას და ენჯეოებს ომის გზით ესახებათ. მათ ეს გვაჩვენეს 2020 წელსაც, როდესაც ამბობდნენ, რომ შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ და აჩვენეს დღესაც, როდესაც ამბობენ, რომ შერიგება არ უნდა იყოს, ოსები არიან დამნაშავეები და გამოაცხადეს მთლიანი ერი ომის დამნაშავედ. არის მეორე გზა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა, რომელიც გადის შერიგებაზე. შერიგების გარდა, სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა გადის მხოლოდ ერთ რამეზე - გააზრებაზე, როგორ მივედით იქამდე, რომ დღეს დაშორიშორებულები ვართ, ურთიერთშენდობაზე და სინანულზე სადაც საჭიროა. რაც შეეხება რუსეთს, ეს გახლავთ დეოკუპაციის საკითხი, რაც შეეხება ოსეთს, ეს არის შერიგების საკითხი. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ოკუპაცია დაადგინა. მსხვერპლი ვართ ორივე - ქართველებიც და ოსებიც. ისევე როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა