იაგო ხვიჩია: „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ 14 მილიარდი მხოლოდ საქართველოსთვის არ არის გამოყოფილი და ამაზე ლაპარაკს ცდილობს, ოპოზიციას ვურჩევდი, რეალური კრიტიკით დაკავდეს

იაგო ხვიჩია: „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ 14 მილიარდი მხოლოდ საქართველოსთვის არ არის გამოყოფილი და ამაზე ლაპარაკს ცდილობს, ოპოზიციას ვურჩევდი, რეალური კრიტიკით დაკავდეს

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ 14 მილიარდი მხოლოდ საქართველოსთვის არ არის გამოყოფილი და ამაზე ლაპარაკს ცდილობს, ოპოზიციას ვურჩევდი, რეალური კრიტიკით დაკავდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს  განუცხადა.

კითხვა დაუსვეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპული ფონდებიდან 14 მილიარდს მიიღებს. მათივე განმარტებით, ამ ფონდებზე წვდომა ექნებათ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ.

„ქართული ოცნება“ თავისი არასწორი საგარეო პოლიტიკით ქვეყანას 14 მილიარდზე მეტს უშავებს. უბრალოდ, დიდად ნიჭიერები არც ოპოზიციაში არიან, რომლებიც კრიტიკის დროს შეცდომებს უშვებენ და შემდეგ „ქოცები“ ამ შეცდომებს ხელში იხვევენ განა იმით, რომ ქვეყანას 14 მილიარდით და უფრო მეტით არ აზარალებენ, არამედ იმით, რომ ის 14 მილიარდი, რაზეც საუბარია, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის გამოყოფილი და გამოფილია კონკრეტულ პროექტებზე. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს იცის და ამაზე ლაპარაკს ცდილობს, რადგან ურჩევნია, ოპოზიციის შეცდომებზე ილაპარაკოს. „ნაცმოძრაობის“ შემთხვევაში, არ ვიცი, ეს იყო არაკვალიფიციურობა თუ შეგნებული ცდუნება იმის, რომ 14 მილიარდი კაი ციფრია და ვთქვათო. ოპოზიციას ვურჩევდი, რეალური კრიტიკით დაკავდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მერაბ.g ის 14 მლრდ. 7 სახელმწიფოს მიეცემა 6 წლის მანძილზე, თან ტერიტორიისა და მოსახლეობის გათვალისწინებით თითქმის ნახევარი თორქეთისთვისაა; ახლა იმ ღლე ვაშაძემ, კენგურუს ჩანთაში მოთავსებული პატარა კენგურუსავით, რომელიც სხვისი ტრაკით აპირებს გადახტომას, დათვალოს რამდენი და რაში უნდა მიიღოს საქართველომ :))
2 თვის უკან