გიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათ აქვთ შიში იმისა, რომ ახლოს არის ფრთხილი ოპტიმიზმით დაანონსებული პროცესი, რასაც ბატონი ბიძინა არაერთგზის, არაერთხელ იმეორებს

გიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათ აქვთ შიში იმისა, რომ ახლოს არის ფრთხილი ოპტიმიზმით დაანონსებული პროცესი, რასაც ბატონი ბიძინა არაერთგზის, არაერთხელ იმეორებს

ადამიანს ყველაზე კარგად ესმის, თუ რა აქვს ჩადენილი და რა ფაქტებზე მოუწევს პასუხისგება. თუნდაც, ის ფაქტები, რაც მარტო მე ვიცი და რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი - მოვლენების მონაწილე ვარ და ყველაფერი ჩემს თვალწინ ვითარდებოდა, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას „იმედი LIVE“-ში გიორგი გამსახურდიამ.

იგი მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს. გამსახურდიას თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ამის გამო გარკვეული შიში აქვს.

„მათ აქვთ შიში იმისა, რომ ახლოს არის ფრთხილი ოპტიმიზმით დაანონსებული პროცესი, რასაც ბატონი ბიძინა არაერთგზის, არაერთხელ, არაერთ ადგილას იმეორებს. სხვათა შორის, მოზომილად და დიპლომატიით. ჩემი აზრით, ეს ქვეყანას ენით აღუწერელ პროგრესს მოუტანს, რა თქმა უნდა, მოიტანს სერიოზულ პარტიულ დივიდენდსაც და ეს არის მათთვის მეორე შიშის ფაქტორი. თავისთავად ცხადია, დამნაშავე ადამიანმა იცის კარგად, რა აქვს ჩადენილი - ყველა კომპეტენტურმა ადამიანმა ვიცით, ვისაც წვდომა აქვს, ვიცით, რა აქვთ მათ გაკეთებული“, - აღნიშნა გამსახურდიამ.

მერაბ.g ივანიშვილმა თქვა, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ომათ "ვინც სააკაშვილმა ცეცხლის ალში გაახვია!" ლაპარაკია დაზარალებულებზე და არა ბოევიკებზე, ან მითიმეტეს რუსებზე!
აბა როგორ წარმოუდგენიათ მეცოცხეებს ტერიტორიული მლიანობის აღდგენა, თოფით? თუ საერთოდ არ ადარდებთ მთლიანობა?
2 თვის უკან