21-ე საუკუნის ორჯონიკიძეებმა კარგად დაანახეს თავი სრულიად საქართველოს. ღალატის ჩვეულებრივი ისტორიაა, როდესაც ტყუილებით შეიარაღებული, საკუთარ ქვეყანას პარტნიორ სახელმწიფოსთან აკნინებ და კონგრესში ცდილობ, რომ ყველაფერი ტყუილი და სიცრუე დააჯერო, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„2012 წლამდე „დემოკრატიის შუქურა“, ამის შემდგომ „დემოკრატიის უკუსვლა“, ეს არის ტყუილი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გარკვეულწილად მიიღება და არს მზაობა, რომ ეს ტყუილი მიიღონ.
ეს არ არის ხელისუფლების შეურაცხყოფა, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, იმ ხალხის, რომელმაც ხელისუფლებას მისცა მანდატი. ამ ხალხს ეს არ ეკუთვნის, ის არის ამაყი და ღირსეული ხალხი და კი იაზრებს და გაითვალისწინებს ყველაფერს, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ხვალინდელ დღესთან.
ქვეყნის შიგნით ტყუილის ლაბირინთებში ოპოზიცია თავადვე გაიხლართა, ზოგი 14 მილიარდზე საუბრობს, ზოგი 14 მილიონზე, განძებზე. გაიარეს სხვა ქვეყნებმაც ეს გზა და არავის მსგავსი თანხა არ მიუღია. ეს არის ამომრჩევლის პირდაპირი მოტყუების და მოსყიდვის მცდელობა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.