დავით მათიკაშვილი: 26 ოქტომბერს არჩევანი არის არა რუსეთსა და ევროპას, არამედ ომსა და მშვიდობას შორის და ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის

დავით მათიკაშვილი: 26 ოქტომბერს არჩევანი არის არა რუსეთსა და ევროპას, არამედ ომსა და მშვიდობას შორის და ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის

26 ოქტომბერს არჩევანი არის არა რუსეთსა და ევროპას, არამედ ომსა და მშვიდობას შორის და ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ჩვენთვის, ჩვენი პარტიისთვის, ამოსავალი წერტილი, ღერძი პოლიტიკის არის მშვიდობა, მშვიდობა ღირსებით, მშვიდობა პრინციპული, ნაბიჯ-ნაბიჯ ნდობის აღდგენით, რომელიც იქნება ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და თუ აქ ჩვენ გულწრფელები არ ვიქნებით პირველ რიგში საკუთარ თავთან, თუკი სწორ შეფასებას არ მივცემთ იმ მოვლენებს, რომლებიც 2008 წელს მოხდა, რა თქმა უნდა ამ სანუკვარ მიზნამდე ვერ მივალთ.

აქაც კარგად გამჟღავნდა რადიკალების სახე, მათთვის მშვიდობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ისინი მშვიდობაში ნახულობენ საკუთარ მარცხს. მათ ურჩევნიათ, რომ ჩვენი შვილები და ის ბავშვები, ვისაც ატყუებენ მუდმივად და მათი პირით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ისევ ომში, არა მშვიდობიან აქციაზე, არამედ ომის ქარ-ცეცხლში ურჩევიათ ისევ გარიყონ ჩვენი შვილები. როგორც 2008 წელს განვითარდა მოვლენები, ისევ ისე განვითარდება და მათთვის ეს იქნება აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოცემულობა. ერთმანეთს გაასწრებენ ქვეყნიდან.

ახალი დასრულებული იყო ომი, როცა რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც ეწერა, თუ ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ტალიავინის დასკვნა, რომელსაც მიესალმა სააკაშვილი, სადაც ასევე აქტიურ საომარ მოქმედებაზე სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დაწყებას უსვამს ხაზს ავტორი. ეს იყო ევროკომისიის კვლევის შედეგი.

კონსტიტუციური უმრავლესობა არის საშუალება იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს. როდესაც დამნაშავე დაისჯება ნდობის აღდგენაც, ურთიერთმიტევებაც და მშვიდობიანად ჩვენი ოცნების მიღწევაც იქნება შესაძლებელი.

სწორედ გასამართლების ეშინათ, რადგან უამრავი დანაშაული აქვს რეჟიმს ჩადენილი. მათი გასამართლების შემდეგ ნდობაც აღდგება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.