გასული კვირა საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული იყო. იმ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში, იმ სოფლებში, რომელიც აერთიანებს ჩემს სადელეგატო არეალს, ინდივიდუალურად დავდივარ თითოეულ ოჯახთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი, ილია ინჯია, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ინჯია აღნიშნავს, ადამიანები კარგად ხედავენ გაკეთებულ საქმესაც და იციან ისიც, თუ რა არის გასაკეთებელი, შესაბამისად, ამომრჩეველთან უშუალო კომუნიკაციით იკვეთება პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც სამომავლო საქმიანობის წარმართვას გეგმავს.
მისივე განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრებისას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბარს, ვინაიდან მშვიდობის პირობებში შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსის გამოყოფა არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.
"გასული კვირა საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული იყო.
იმ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში, იმ სოფლებში, რომელიც აერთიანებს ჩემს სადელეგატო არეალს, ინდივიდუალურად დავდივარ თითოეულ ოჯახთან.
საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვიმყოფებოდი:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ჯვარი, ჭალე, ფახულანი, ლია, ეწერი, ობუჯი, ნაკიფუ.
აბაშის მუნიციპალიტეტი - ნაესაკოვო, ეწერი, სუჯუნა, პირველი მაისი, გაუწყინარი, ტყვირი.
მარტვილის მუნიციპალიტეტი - დოშაყე, ხუნწი, სერგიეთი, ბანძა, კიწია, ნოღა, გურძემი, თამაკონი, თარგამეული, ნოჯიხევი, ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ნახუნაო, ჯოლევი, აბედათი.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ლესიჭინე, ხაბემუ, ზუმი, მუხური.
ძალიან სასიამოვნოა, რომ ადამიანები კარგად ხედავენ გაკეთებულ საქმესაც და ზუსტად იციან, რა არის გასაკეთებელი. ამომრჩეველთან სწორედ უშუალო დისკუსიაში, მათთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში იკვეთება ის პრიორიტეტები, რის მიხედვითაც დალაგდება ჩემი სამომავლო საქმიანობაც.
ჩემმა მეგრელებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი, ამიტომ ჩვენი ყველა საუბარი სწორედ იმით იწყება, რომ დღეს, ფეთქებადსაშიშ რეგიონში მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა. „ქართული ოცნების“ გონივრული და პრაგმატული პოლიტიკით, საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარმატებით ხერხდება. არჩევნებში გამარჯვების და მშვიდობის პირობებში კი, გავაათმაგებთ ენერგიას და კიდევ უფრო მეტ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს გამოვყოფთ გამოწვევების მოსაგვარებლად.
შეხვედრები გრძელდება, მუშაობა გრძელდება, საქმე ბევრია. 26 ოქტომბრამდე უნდა მივიდეთ მშვიდად, ჩხოროწყუმ, აბაშამ, წალენჯიხამ და მარტვილმა უნდა თქვას თავისი გამბედავი სიტყვა არჩევნებზე." - წერს ილია ინჯია.