გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდა ბოროტად იტყუება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტებისა და ჩვენი თანამემამულეების მკვლელების წინაშე ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა

გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდა ბოროტად იტყუება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტებისა და ჩვენი თანამემამულეების მკვლელების წინაშე ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა

ნაცპროპაგანდა ბოროტად იტყუება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტებისა და ჩვენი თანამემამულეების მკვლელების წინაშე ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა. ეს უბინძურესი "მესიჯბოქსი" მარტივად ნეიტრალდება გამოსვლის ტექსტის ყურადღებით წაკითხვით ან მოსმენით, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. 

აბაშიძის თქმით, რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ბევრი თანამემამულის სათქმელი, ის, რომ შერიგებისთვის აუცილებელია შეცდომების აღიარება-პატიება, შენდობა, ხოლო ძმათამკვლელი ომის გაჩაღების თანამონაწილემ და ამის საერთაშორისო დოკუმენტებში თავად ამღიარებელმა სააკაშვილის რეჟიმმა უნდა აგოს პასუხი.

"მიმდინარეობს მოღალატე ნაცკონგლომერატის ორკესტრირებული კრიახი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის გორში გამოსვლის იმ სეგმენტზე, რომელიც სამაჩაბლოს კონფლიქტის მოსაგვარებლად ბოდიშის მოხდას ეხებოდა.

ნაცპროპაგანდა ბოროტად იტყუება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტებისა და ჩვენი თანამემამულეების მკვლელების წინაშე ბოდიშის მოხდაზე ილაპარაკა. ეს უბინძურესი "მესიჯბოქსი" მარტივად ნეიტრალდება გამოსვლის ტექსტის ყურადღებით წაკითხვით ან მოსმენით. ნაცავსულებისგან განსხვავებით კი, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა განათლებულია და განსჯა-ანალიზის უნარით მდიდარი, არ სჭირდება გაგონილის გადამოწმება.

რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ბევრი თანამემამულის სათქმელი -  შერიგებისთვის აუცილებელია შეცდომების აღიარება-პატიება, შენდობა, ხოლო ძმათამკვლელი ომის გაჩაღების თანამონაწილემ და ამის საერთაშორისო დოკუმენტებში თავად ამღიარებელმა სააკაშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს!

საქართველოს მშვიდობიანად გაერთიანების, სუვერენიტეტის განმტკიცების, სტაბილური განვითარებისა და სულიერი ფასეულობების დაცვის მოწინააღმდეგენი ყოველთვის იქნებიან გარედან მართული კოლექტიური "ნაცები", რომელთა პოლიტიკური დასასრული მოახლოებულია", - წერს გია აბაშიძე.

მერაბ.g სააკაშვილმა საპარლამენტო კომისიაზე ჩვენება მისცა და თქვა, რომ ჩვენ შევედით ცხინვალში და ბრძოლები დავიწყეთო (იძებნება)
იმავე კომისიის თავ-რე დავითაიამ ჟურნაკისტებს განუცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები ნაცებმა დაიწყეს
გენერალმა ყურაშვილმა და გენშტაბის უფტოსმა გოგავამ ქვეს, რომ ქართული ჯარი ცხინვალში შევიდა კონსტიტუციური წყობის აღდგენის მიზნით
ტალიავინის საერთაშორისო დასკვნაში წერია, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, რის მიზეზიც გახდა ქართული ჯარის შეჭრა და ცხუნვალის დაბომბვა
2008 წლის ოქტომბრის ევროსაბჭოს რეზოლუციაში ცაიწერა, რომ საომარი მოქმედებები ქართველებმა დაიწყე და ამ რეზოლუციას ხელი მოაწერეს ნაცდელეგაციის წევრებმა თაქთაქიშვილმა, გაბაშვილმა, კანდელაკმა, თარგამაძემ და რატიშვილმა
!!!!
ამის შემდეგ რა გიკვირთ და რას ეძებთ მეცოცხეებო?
1 თვის უკან