ლევან მახაშვილი კირთაძის ევროკავშირის ოფისში მიწვევაზე: საგანგაშო სამწუხაროდ აქ არის ის, რომ მასთან შეხვედრით, მასთან საუბრით, დისკუსიით ხდება იმ ქმედების წახალისება, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ცესკოში

ლევან მახაშვილი კირთაძის ევროკავშირის ოფისში მიწვევაზე: საგანგაშო სამწუხაროდ აქ არის ის, რომ მასთან შეხვედრით, მასთან საუბრით, დისკუსიით ხდება იმ ქმედების წახალისება, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ცესკოში

საგანგაშო სამწუხაროდ აქ არის ის, რომ მსგავსი დუმილით ფაქტობრივად ხდება ამ პროცესების წახალისება, ამავე ადამიანის წახალისება და მასთან შეხვედრით, მასთან საუბრით, დისკუსიით ხდება იმ ქმედების წახალისება, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე დავით კირთაძის მიწვევას.

მისი თქმით, ასეთი ქმედების წახალისების შემდეგ არავის გაუკვირდეს, რომ ამ ადამიანმა იგივე გაიმეოროს.

„ამიტომ აღარ იყოს საზოგადოება გაკვირვებული თუ მან ხვალ, ზეგ, ორი თვის, სამი თვის შემდეგ უარესი გააკეთებს ცესკოში თუ სხვაგან. და თუ იგივე მოხდება, შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საუბარს და შევახსენოთ იმ ადამიანებს ვინც მას ხვდებიან და ესაუბრებიან რამდენად რეალურად ამით მათ წაახალისეს მისი ეს ძალადობრივი ქმედება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დავით კირთაძე, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარეს სახეში საღებავი შეასხა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მიიწვიეს.