მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ივანიშვილის გუშინდელმა სიტყვამ თავგზა აურია ოპოზიციას, მიხვდნენ, რომ ქვეყნის გაერთიანება ლიტონი
სიტყვები არ არის და სულ მალე შეიძლება მოწმენი გავხდეთ ყველა ქართველის სანუკვარი ოცნების ასრულების, ქვეყნის გაერთიანების, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე ოპოზიციის რეაქციის საპასუხოდ.
მისი თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რა იგულისხმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, თუმცა, არ უღალატეს სიცრუის გავრცელების ტრადიციას, თითქოს ივანიშვილმა გმირების მკვლელებისთვის და ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა.
"მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ივანიშვილის გუშინდელმა სიტყვამ თავგზა აურია ოპოზიციას, მიხვდნენ, რომ ქვეყნის გაერთიანება ლიტონი სიტყვები არ არის და სულ მალე შეიძლება მოწმენი გავხდეთ ყველა ქართველის სანუკვარი ოცნების ასრულების, ქვეყნის გაერთიანების.
ნურავის ეგონება მოსმენილის გააზრება უჭირთ, ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ მათთვის მთავარია საკუთარი სამშობლო მუდმივ დაძაბულობასა და ქაოსში იყოს, დავალებაც ხომ ეს არის "პატრონებისგან."
აქაც არ უღალატეს სიცრუის გავრცელების ტრადიციას, თითქოს ივანიშვილმა ჩვენი გმირების მკვლელებისთვის და ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა. სინამდვილეში, ოს ძმებთან შერიგება ურთიერთპატიებისა და შენდობის გარეშე ყოვლად შეუძლებელია.
ან ხმას როგორ იღებენ 2008 წლის ომის შემოქმედები და შემსრულებლები, მათ კისერზე ხომ ომის დაწყება და მსოფლიოს წინაშე ომის აღიარებაა.
მოღალატე და ქვეყნის გამყიდველები თავის რიგებში მოიკითხონ, ბევრნი არიან.” - წერს ნინო ფოჩხუა.