ჩვენ გვყავს ოპონენტი არა დემოკრატიული, არამედ მწვალებელთა, მოძალადე და ომის პარტია - კოალიციური „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა.
„კოალიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბუნებრივია, ხასიათდებიან ძალადობით, უხეშობით. ისეთი სიტყვების კორიანტელი დააყენა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომ იმ პატიოსან კაცს (ერმილე გიგიაძე) გული გაუსკდა და გარდაიცვალა. აი ეს რეალობა გვაქვს ჩვენ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტის სიტყვიერი მუქარისა და შეურაცხყოფის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.