„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპოშმა განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე შეთავაზება არ გაუკეთებიათ.
როგორც მან თქვა, ნიგერიელის შეძენის შესაძლებლობაზე მხოლოდ საუბარი იყო, მაგრამ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა.
„ცხადია, ოსიმენის ტრანსფერი გაანალიზებული იყო, როგორც ერთ-ერთი შესაძლებლობა. დავასკვენით, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავით გონსალო რამოშით, კოლო მუანით და მარკო ასენსიოთი.
არა, ოსიმენის ტრანსფერზე „ნაპოლისთვის“ შეთავაზება არ გაგვიკეთებია. მესმის, რომ ოსიმენთან მაკავშირებენ მას შემდეგ, რაც „შარლერუადან“ „ლილში“ მივიყვანე და 16 წლის ასაკიდან ვიცნობ. კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ, როგორც სხვა ფეხბურთელებს, კარგი ადამიანები და პროფესიონალები არიან“, - თქვა კამპოშმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი, საბოლოოდ, იჯარით სტამბოლის „გალათასარაიში“ გადავიდა.