თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. დღეს დილით გაიმართა შეხვედრა ფედერაციის პრეზიდენტ გეორგიოს კუმასთან, რის შემდგომაც მხარეებმა თანამშრომლობა გაწყვიტეს, რომელიც ძალაში 2025 წლამდე იყო.
ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები 2022 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ ნაკრების სტატისტიკა ასეთია - 5 მოგება, 2 ფრე და 13 წაგება.
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“, „ოლიმპიაკოსში“, საქართველოს ნაკრებში, „აპოელში“, „აეკში“ და „ორენბურგში“ აქვს ნამუშევარი.