იაპონიაში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც თავის ცოლს ყოველდღიურად 100-ჯერ ურეკავდა და ხმას არ იღებდა.
გამოცემა Sora News-ის ინფორმაციით, ქალთან ზარები უცხო ნომრიდან შემოდიოდა, თუმცა მას მხოლოდ ვიღაცის სუნთქვის ხმა ესმოდა. თანდათან ზარების რაოდენობამ დღეში 100-ს მიაღწია.
გარკვეული დროის შემდეგ ქალმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას საკუთარი ქმარი ურეკავს. კაცი ადევნების ბრალდებით დააკავეს, თუმცა მან განმარტა, რომ ასე მხოლოდ საკუთარი გრძნობების გამოხატვა უნდოდა. მისი მტკიცებით, ზარების დროს სიჩუმე ცოლისადმი მისი სიყვარულის სიმბოლო იყო.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევასთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ.