ედი ჰოუ, გრემ პოტერი და ფრენკ ლამპარდი კვლავ რჩებიან ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებად - გვამცნობს The Telegraph.
თუმცა, „გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოცნება „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას დაყოლიებაა.
ლი კარსლი ახლა ფავორიტია. მან უზრუნველყო ორი გამარჯვება თავის პირველ ორ თამაშში, როგორც დროებითმა დამრიგებელმა.
ასოციაცია გააგრძელებს ვარიანტების შესწავლას, რათა გადაწყვიტოს საუთგეიტის მუდმივი მემკვიდრის ვინაობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კამპანიის დაწყებამდე.
კარსლი ადრე ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. შარშანმან გუნდს 1984 წლის შემდეგ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი გამარჯვება მოუტანა.