როკის ლეგენდამ ჯონ ბონ ჯოვიმ გადაარჩინა ქალი, რომელიც აშშ-ში, ნეშვილში ხიდიდან გადახტომას აპირებდა.
ინფორმაციას ქალაქის პოლიცია ავრცელებს და თან ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ურთავს. ირკვევა, რომ მუსიკოსი თავის ჯგუფთან Bon Jovi-სთან ერთად ხიდზე მუსიკალური ვიდეორგოლის გადასაღებად ემზადებოდა, როდესაც შენიშნა, რომ ხიდის მოაჯირზე ქალი გადაძვრა.
62 წლის ბონ ჯოვიმ ქალთან მისვლა და მასთან დალაპარაკება გადაწყვიტა. ვიდეოში ჩანს, რომ მუსიკოსთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ ქალი ხიდზე ბრუნდება და ტერიტორიას ბონ ჯოვისთან ერთად ტოვებს.ნეშვილის პოლიციამ მუსიკოსს მოქალაქის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.