საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მადრიდის „რეალის" თავდამსხმელის კილიან მბაპეს გამოსვლაზე ისაუბრა.
„უნდა ვიღელვოთ კილიან მბაპეს ამჟამინდელ თამაშზე? არა, კილიანი თავს კარგად გრძნობს. აშკარაა, რომ მას, ისევე როგორც თითქმის ყველა მოთამაშეს, ჯერ არ მიუღწევია ოპტიმალური ფორმისთვის. რაც შეეხება უგოლო პერიოდს, ის ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ და აუცილებლად დაიწყებს გატანას. მბაპე შესაძლოა ზედმეტ ყურადღებას იპყრობს. მაგრამ ასეთი მომენტები მყისიერად არ ხდება. თუმცა, გავიმეორებ - საფრანგეთის ნაკრები კილიანთან ერთად ყოველთვის უფრო ძლიერია. დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც ერთ თვეში ის ბევრად უკეთესად იგრძნობს თავს.
თავის კლუბში მბაპე ძალიან მაღალ სტანდარტებს არის მიჩვეული. ნაკრებში კი მთლიანად იღებს კაპიტნის როლს, მაშინაც კი, როცა მოედანზე არ გადის,“ - ციტირებს დეშამის სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, რომ ერთა A ლიგის მეორე ტურის მატჩში გუშინ, 9 სექტემბერს, საფრანგეთის ნაკრებმა ბელგიას 2:1 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდი მადრიდის „რეალში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას გადავიდა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლამდეა გათვლილი.