გარდაიცვალა მსახიობი ჯეიმს ერლ ჯონსი, რომელიც „ვარსკვლავურ ომებში“ დართ ვეიდერს ახმოვანებდა.
Variety-ს ინფორმაციით, მსახიობი ნიუ-იორკის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის 93 წლის იყო.
თითქმის 60-წლიანი კარიერის განმავლობაში ჯონსმა ათობით ფილმში ითამაშა. ის ასევე ახმოვანებდა მუფასას მულტფილმში „მეფე ლომი“. ჯონსი სამი „ტონის“, ორი „ემის“ და ერთი „გრემის“ მფლობელია. 2011 წელს მან მიიღო საპატიო „ოსკარი“ კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.