მოდრიჩი:

მოდრიჩი: "როდესაც შინაგანად ცეცხლს ვერ ვიგრძნობ, კარიერას მაშინ დავასრულებ"

ხორვატიის ნაკრებმა პოლონეთი ერთა ლიგის მეორე ტურში 39 წლის ლუკა მოდრიჩის გოლით დაამარცხა, რომელიც ჯერჯერობით, კარიერის დასრულებას არ აპირებს.

როგორც ხორვატმა თქვა, როდესაც შინაგანად ცეცხლს ვერ იგრძნობს, ფეხბურთიდან წავა.

„თამაშიდან თამაშამდე უნდა შევაფასო, ახლა მომავალზე ვერ ვფიქრობ. როდესაც შინაგანად ცეცხლს ვერ ვიგრძნობ, კარიერას მაშინ დავასრულებ“, - თქვა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა ზაფხულში „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მადრიდულ გრანდში 2025 წლის ივნისამდე დარჩება.