ორლანდო ბლუმს „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმებში ლეგოლასის როლის შესრულება უნდა

ორლანდო ბლუმს „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმებში ლეგოლასის როლის შესრულება უნდა

ბრიტანელ მსახიობ ორლანდო ბლუმს სურს, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმებში ელფ ლეგოლასის როლს დაუბრუნდეს. როგორც მან Variety-ს განუცხადა ის უკვე ესაუბრა ახალი პროექტების რეჟისორ ენდი სერკისს.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რას გეგმავენ. ენდის ვესაუბრე და მითხრა, რომ ჯერ ფიქრობენ როგორ გააკეთონ ყველაფერი. კითხვა დამებადა - საერთოდ როგორ შეიძლება ეს გამოვიდეს, ენდიმ კი მიპასუხა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ჩემი აზრით, დღეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ყველაფრის გაკეთება შეიძლება და თუ [პროექტის პროდიუსერი] პიტერ ჯექსონი მეტყვის: „ახტი“, უბრალოდ დავაზუსტებ რა სიმაღლეზე. მან ხომ ჩემს კარიერას სტარტი მისცა“, - განაცხადა ბლუმმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კინოკომპანია Warner Bros. ჯონ ტოლკინის წიგნების მოტივებზე ახალ სრულმეტრაჟიან ფილმებზე მუშაობს. პირველი სურათის ქვესათაური იქნება „გოლუმზე ნადირობა“. ფილმის რეჟისორი ენდი სერკისი იქნება, რომელმაც „ბეჭდების მბრძანებელში“ და „ჰობიტში“ გოლუმი განასახიერა. ორიგინალური ტრილოგიის რეჟისორი პიტერ ჯექსონი და სცენარისტები ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი სურათის პროდიუსერები იქნებიან და მუშაობის ყველა ეტაპში იქნებიან ჩართულები.

ცოტა ხნის წინ ამ ფილმებში გენდალფის როლის შესრულებისთვის მზადყოფნა მსახიობმა იენ მაკკელენმაც გამოთქვა.