Calvin Klein-მა 2024 წლის შემოდგომის სეზონის კამპანიის ახალი კოლექცია გამოუშვა, რომლის სახეც სუპერმოდელი კენდალ ჯენერია.
ფოტოსესიებსა და სარეკლამო ვიდეოში ჯენერს 90-იანებისთვის დამახასიათებელ მოკლე, აჩეხილ ვარცხნილობაში ვხედავთ, რომელიც მისი დედის, კრის ჯენერის სავიზიტო სტილს ძალიან ჰგავს. ჯენერის ახალი სტილი კელვინ კლაინის მინიმალისტურ, გამოკვეთილი სილუეტების მქონე ტანსაცმელთანაა შეხამებული, რომელსაც ჯენერი სხვადასხვა ფონზე გვიჩვენებს.
"თითქმის 10 წელია, რაც კელვინ კლაინის ოჯახის წევრი ვარ, თუმცა მათთან ყოველ კამპანიაზე თანამშრომლობა ისევ საოცრად მახარებს. ამჯერად, ბრენდის ყველაზე ცნობილი ტანსაცმელი მეცვა, მათ შორის კაბა და პალტო, და იმ კლასიკურ ემოციურ ესთეტიკას მოვერგე, რომლითაც ეს ბრენდია ცნობილი" — თქვა კენდალ ჯენერმა.
აღსანიშნავია, რომ კენდალ ჯენერთან ერთად, ბრენდის მამაკაცთა ხაზს მსახიობი ალექსანდერ სკარსგარდი წარადგენს.