250-ზე მეტი ნივთი, რომლებიც მერილინ მონროს ეკუთვნოდა, პირველად დიდ ბრიტანეთში გამოიფინება.
გამოფენა ოქტომბერში მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება მსახიობის სასიყვარულო წერილები, ტანსაცმელი თუ სხვა პირადი ნივთები, რომლებსაც საზოგადოება იხილავს.
ნივთები ტედ სტემფერის კერძო კოლექციიდანაა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავის 1500-ზე მეტ ნივთს ფლობს.
გამოფენაზე შევხვდებით მერილ მონროს სურათებსაც, რომლებიც დედოფალ ელისაბედ II-სთან შეხვედრის დროსაა გადაღებული.
"1962 წლის შემდეგ,რაც მონრო გარდაიცვალა, ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი ნივთები თითქოს დროის კაფსულაში ინახებოდა, მშვენიერია და მოხარული ვარ იმით, რომ შეგვიძლია მერლინ მონროს ეს უნიკალური ნივთები საზოგადოებას წარვუდგინოთ, ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებს მეტი წარმოდგენა შევიქმნათ მსახიობის ცხოვრებაზე და მივუახლოვდეთ ნამდვილ მერლინ მონროს, მის რეალურ იდენტობას" — განაცხადა სტემფერმა.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის გარდაცვალებიდან 60 წელი გავიდა, ის კვლავ რჩება პოპ კულტურის უზარმაზარ ფიგურად, იგი იყო ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
მონრო იყო პირველი ადამიანი, რომელიც ჟურნალ Playboy-ის გარეკანზე გამოჩნდა, რამაც მას კიდევ უფრო მეტი წარმატება მოუტანა და ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. საზოგადოებაც და პრესაც მის პირად ცხოვრებას ყურადღებით ადევნებდა თავს, მათ შორის მის სამ წარუმატებელ ქორწინებას ჯეიმს დოჰერტისთან, ჯო დიმაჯოსთან და არტურ მილერთან.
იგი 36 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო გარდაიცვალა, მისი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობადაა მიჩნეული.