ესპანეთში ანანასის გამოყენებით გაცნობის ახალი მეთოდი მოიფიქრეს

ესპანეთში ანანასის გამოყენებით გაცნობის ახალი მეთოდი მოიფიქრეს

ესპანეთში გაცნობის ახალი მეთოდი ხდება პოპულარული. BBC წერს, რომ ყველაფერი სუპერმარკეტ Mercadona-ს დაიწყო.

TikTok-ზე, ანგარიშზე, რომელსაც იგივე სახელწოდება აქვს გამოაქვეყნა ანანასის ფოტო წარწერით: „ანანასი Mercadona-ს თაროზე ელოდება როდის წახვალ პაემანზე“. მოგვიანებით, სუპერმარკეტში განმარტეს, რომ ანგარიში მათ არ ეკუთვნით და ეს იდეა მათი ინიციატივა არ ყოფილა.

თუმცა, ინტერნეტში ფლეშმობის წესები უკვე დალაგდა. მსურველები მაღაზიაში 19:00-დან 20:00 საათამდე მიდიან და ურიკაში თავდაყირა დებენ ანანასს - ასე ხვდებიან ვინ მივიდა მარკეტში საყიდლებზე და ვინ სიყვარულის ძიებაში. თუ ადამიანს ვინმე მოეწონება, მას თავის ურიკას აჯახებს. იმ შემთხვევაში თუ ინტერესი ორმხრივია, მეორე ადამიანმაც შეჯახებით უნდა უპასუხოს.

გასულ კვირას ბილბაოში მაღაზიაში პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო, რადგან დათქმულ დროს სუპერმარკეტში ძალიან ბევრი შეჯახება მოხდა.