მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.