ჩინეთში 47 წლის კაცმა და მისმა 18 წლის შვილმა უნივერსიტეტებში ერთად ჩააბარეს. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.
ლიუ აოჰანმა პეკინში, ბეიხანის უნივერსიტეტის აეროკოსმოსური მეწარმეობის ფაკულტეტზე ჩააბარა, მისი მამა ლიუ ცზიანბო კი - გუანსის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
ეს იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ცზიანბომ შვილთან ერთად გადაწყვიტა სკოლაში სწავლა, როდესაც ბიჭი მეორე კლასში იყო. ასე კაცს თავისი შვილის მხარდაჭერა უნდოდა. შედეგად, აოჰანი კლასის საუკეთესო მოსწავლე გახდა, მამა კი მისთვის ყოველთვის მაგალითი იყო.
ცზიანბოსთვის სწავლა მოტივაციის წყაროდ იქცა. ახალგაზრდობაში ის სტუდენტი ვერ გახდა, რადგან იძულებული იყო ემუშავა, რათა ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა, თუმცა ყოველთვის ოცნებობდა სწავლაზე და ოცნება აიხდინა.