Linkin Park-ი განცხადებას 5 სექტემბერს გააკეთებს. შესაბამისი ანონსი ჯგუფის ვებგვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ჯგუფის მიერ ჩაშვებულმა მეორე წამზომმა 100-საათიან ნიშნულს მიაღწია.
„იყავით რაღაცის ნაწილი. 5 სექტემბერი“, - წერია ჯგუფის სოცქსელებში. ამასთან, ბენდის Youtube-არხზე ატვირთულია პირდაპირი ეთერის ანონსი, რომელიც ასევე 5 სექტემბერს ჩაირთვება.
ამასთან, ბენდის ფანების ნაწილმა მიიღო ელექტრონული წერილი ლოს-ანჯელესში გასამართ ღონისძიებაზე, რომელიც ასევე 5 სექტემბერს ჩატარდება. მასზე დასასწრებ ბილეთებს ფან-კლუბის წევრები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იღებენ.
არსებობს ვარაუდი, რომ 5 სექტემბერს Linkin Park-ი ახალ ვოკალისტს წარადგენს, რომელიც 2017 წელს თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვლილ ჩესტერ ბენინგტონს ჩაანაცვლებს.